სს "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე სათაო ოფისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური, საბანკო, საბუღალტრო ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესად);
- საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი, აქედან ბანკში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული თვისებები:
- საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების, ასევე, ფინანსური ოპერაციების საფუძვლიანი ცოდნა
- საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა
- ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401401
ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: jobs@constanta.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 16 დეკემბერი.