ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ბათუმის განყოფილებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
-განყოფილებაში სამუშაო პროცესების მართვა;
-პერსონალის მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით ახალი კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, დაკომპლექტება და შესაბამისი ფუნქციების გადანაწილება;
-შრომითი დისციპლინის დაცვა;
-პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
-სათაო ოფისთან შეთანხმებით განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
-შიდა საკრედიტო კომიტეტის წარმართვა, საკრედიტო რისკების შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
-საფინანსო ან საბანკო სფეროში მუშაობის 2 წლის სტაჟი, მათ შორის 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
-სავალდებულოა საკრედიტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
-მენეჯერული უნარ-ჩვევები;
-პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
-საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
-რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
-საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2012 წლის 15 თებერვლამდე, შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401401
ელფოსტა:
ან
ბათუმის განყოფილება
ერას ქუჩა 91, ბათუმი
ტელ/ფაქსი (995 422) 233874, 273874
გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე და რომელ განყოფილებაში გსურთ მუშაობის დაწყება.