ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე (საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში).
ძირითადი მოვალეობები:
-პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობის ანალიზი;
-მოთხოვნების შეგროვება პროექტში მონაწილე მხარეებისაგან, დოკუმენტების ანალიზის, ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
-პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება;
-პროცესების რედიზაინი;
-მომხმარებლის ინტერფეისის დეტალური აღწერილობის შექმნა;
-ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
-ფუნქციონალური სპეციფიკაციების შეთანხმება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან;
-ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და გაშვების ფაზებში;
-გარკვეულ შემთხვევებში პროექტის მენეჯერის ფუნქციების შესრულება;
-დაამყაროს ურთიერთობები ბიზნესის დაინტერესებულ პირებთან და უზრუნველყოს მათი პროექტში ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაცია;
-უზრუნველყოს, რომ პროექტის მოთხოვნები განსაზღვრულია, გასაგებია და მიღწევადია; მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პროექტის მასშტაბი და შესაბამისი მოლოდინები დაინტერესებულ პირებთან;
-მუდმივად შეაფასოს პროექტები, შესრულების პროგრესი და შესაბამისად დახვეწოს პროექტის გეგმა და მართოს მოლოდინები;
-აწარმოოს პროექტის სტატუსის რეპორტინგი;
-უზრუნველყოს პროექტის გუნდის შეხვედრების ოქმების შექმნა და დაგზავნა.
მოთხოვნები:
-ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
-ფანანსურ სფეროში შესაბამისი პროფილით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- "Entity Relationship Diagram"-ის ან სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებით მონაცემების მოდელირების გამოცდილება
-ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება
-ანალიტიკური, ლოგიკური და პრობლემების გადაწყვეტის უნარები
-პროექტის სრული ციკლის შესრულების უზრუნველყოფა; რამოდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დაგვიკავშირდით:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი
ტელ: (995 32) 2 401401
ელ-ფოსტა:
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 24 თებერვალი.