ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგების სამსახურის უფროსის პოზიციაზე სათაო ოფისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ანგარიშგების სამსახურის მუშაობის მართვა
- ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა საზედამხედველო ორგანიზაციებთან
- ანგარიშგება ორგანიზაციის კრედიტორებთან და ინვესტორებთან
- ანგარიშგება ორგანიზაციის მენეჯმენტთან
- საქართველოსა და მსოფლიო საბანკო-საფინანსო ინდუსტრიის ანალიზი
- პრეზენტაციების წარმართვა ქართულ/ინგლისურ ენაზე.
კანდიდატს მოეთხოვება:
- უმაღლესი ეკონომიკური განათლება
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- კომუნიკაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 322) 401 401
ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 დეკემბერი, 2011 წელი.