საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ARAY Tomorrow  შ.პ.ს დიზაინ სითი  ქეა  ალგანი  შარმ ტრეიდინგი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  პროფკურორტი  ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  CHINA 2 GEORGIA  გუდვილი 
ინგლისური ენის სახლი  საგანმანათლებლო ცენტრი   One World   Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  
აიელსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

საოპერაციოს უფროსი

   კომპანია:

ბანკი კონსტანტა

   განთავსებულია:  21 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  4 მარ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  jobs@constanta.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ს.ს. "ბანკი კონსტანტა" თბილისის განყოფილებისთვის აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს უფროსის პოზიციაზე.

კანდიდატს მოეთხოვება:
-კლიენტებისაგან მიიღოს ზუსტი ინფორმაცია შესასრულებელი ოპერაციის შესახებ, მოახდინოს კლიენტის ინფორმირება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
-პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვისა და ოპერაციების შესაბამისი დღიური საბუთების არსებობაზე;
-საოპერაციო განყოფილების უფროსი ვალდებულია მოემსახუროს კლიენტს პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის შედეგად;
-კლიენტის ანგარიშებზე განახორციელოს შემოსავლის ოპერაციები შემოსავლის ორდერის გამოწერის კუთხით;
-კლიენტის ანგარიშებიდან განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გასავლის ორდერის და საფულე ჩეკის გამოწერის კუთხით;
-კლიენტის დავალებით შეასრულოს გადარიცხვის (სალარე, სავალუტო) ოპერაციები;
-შეასრულოს უნაღდო კონვერტაციის ოპერაცია;
-გახსნას ფიზიკური და იურიდიული პირების მულტისავალუტო ანგარიშები, ასევე სადეპოზიტო ანგარიშები, კლიენტის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;
-დაარეგისტრიროს პლასტიკური ბარათების მოთხოვნის განაცხადი;
-საბანკო ოპერაციების განხორციელებისას მოახდინოს კლიენტის ინფორმირება;
-საოპერაციო დღის განმავლობაში განახორციელოს სალარე, სავალუტო გადარიცხვების (დაწესებული ლიმიტის ფარგლებში) შემოწმება და პირველადი ავტორიზაცია;
-კონსულტაცია გაუწიოს კლიენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე;
-მოახდინოს საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტების გადამისამართება ოპერატორებთან, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად;
-საოპერაციო დღის განმავლობაში განახორციელოს საოპერაციო განყოფილების საქმიანობის ორგანიზება;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შემოწმება და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში მისცეს ავტორიზაცია;
-საოპერაციო დღის განმავლობაში მოახდინოს დღის განმავლობაში გახსნილი ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების შემოწმება (საბუთები, დასკანერებული ხელმოწერის ნიმუშის არსებობა, დასკანერებული პირადობის მოწმობის არსებობა) და შესაბამისად განახორციელოს ბანკის კლიენტების ავტორიზება საოპერაციო პროგრამაში;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს დღის განმავლობაში გახსნილი ანაბრების შემოწმება (საბუთები, დასკანერებული ხელშეკრულებების არსებობა) და შესაბამისად განახორციელოს ბანკის კლიენტების ანაბრების ავტორიზება საოპერაციო პროგრამაში;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს პლასტიკური ბარათების დამზადების განაცხადების; კლიენტებზე ბარათების და პინების გადაცემის ავტორიზაციების შემოწმება საოპერაციო პროგრამაში;
-განახორციელოს სალაროს დღიური საბუთების შემოწმება და ხელმოწერა;
-დააფორმიროს დღიური საბუთები ოპერაციების სახეების მიხედვით, ყოველი საოპერაციო დღე ცალ-ცალკე.

კვალიფიკაცია:
-მინიმუმ 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციოს კუთხით;
-ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
-საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
-სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, "ბანკი 2000" (ალტა);
-კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
-საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2012 წლის 4 მარტამდე, შემდეგ მისამართზე:

სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 322) 401401
ელფოსტა: jobs@constanta.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige