საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შარმ ტრეიდინგი  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
შირნჰოფერი  ალგანი  ბანკი რესპუბლიკა  პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  CHINA 2 GEORGIA 
აიელსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World   
Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ბიდისი აკადემია  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

საოპერაციოს უფროსი - ბათუმი, ფოთი

   კომპანია:

ბანკი კონსტანტა

   განთავსებულია:  21 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  4 მარ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  jobs@constanta.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს უფროსის პოზიციაზე, შემდეგი ფილიალებისთვის: ბათუმი, ფოთი.

კანდიდატს მოეთხოვება:
-კლიენტებისაგან მიიღოს ზუსტი ინფორმაცია შესასრულებელი ოპერაციის შესახებ, მოახდინოს კლიენტის ინფორმირება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
-პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვისა და ოპერაციების შესაბამისი დღიური საბუთების არსებობაზე;
-საოპერაციო განყოფილების უფროსი ვალდებულია მოემსახუროს კლიენტს პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის შედეგად;
-კლიენტის ანგარიშებზე განახორციელოს შემოსავლის ოპერაციები შემოსავლის ორდერის გამოწერის კუთხით;
-კლიენტის ანგარიშებიდან განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გასავლის ორდერის და საფულე ჩეკის გამოწერის კუთხით;
-კლიენტის დავალებით შეასრულოს გადარიცხვის (სალარე, სავალუტო) ოპერაციები;
-გახსნას ფიზიკური და იურიდიული პირების მულტისავალუტო ანგარიშები, ასევე სადეპოზიტო ანგარიშები, კლიენტის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;
-დაარეგისტრიროს პლასტიკური ბარათების მოთხოვნის განაცხადი;
-საბანკო ოპერაციების განხორციელებისას მოახდინოს კლიენტის ინფორმირება;
-საოპერაციო დღის განმავლობაში განახორციელოს სალარე, სავალუტო გადარიცხვების (დაწესებული ლიმიტის ფარგლებში) შემოწმება და პირველადი ავტორიზაცია;
-კონსულტაცია გაუწიოს კლიენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე;
-მოახდინოს საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტების გადამისამართება ოპერატორებთან, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად;
-საოპერაციო დღის განმავლობაში განახორციელოს საოპერაციო განყოფილების საქმიანობის ორგანიზება;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შემოწმება და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში მისცეს ავტორიზაცია;
-საოპერაციო დღის განმავლობაში მოახდინოს დღის განმავლობაში გახსნილი ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების შემოწმება (საბუთები, დასკანერებული ხელმოწერის ნიმუშის არსებობა, დასკანერებული პირადობის მოწმობის არსებობა) და შესაბამისად განახორციელოს ბანკის კლიენტების ავტორიზება საოპერაციო პროგრამაში;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს დღის განმავლობაში გახსნილი ანაბრების შემოწმება (საბუთები, დასკანერებული ხელშეკრულებების არსებობა) და შესაბამისად განახორციელოს ბანკის კლიენტების ანაბრების ავტორიზება საოპერაციო პროგრამაში;
-საოპერაციო დღის ბოლოს მოახდინოს პლასტიკური ბარათების დამზადების განაცხადების; კლიენტებზე ბარათების და პინების გადაცემის ავტორიზაციების შემოწმება საოპერაციო პროგრამაში;
-განახორციელოს სალაროს დღიური საბუთების შემოწმება და ხელმოწერა;
-დააფორმიროს დღიური საბუთები ოპერაციების სახეების მიხედვით, ყოველი საოპერაციო დღე ცალ-ცალკე.

კვალიფიკაცია:
-მინიმუმ 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციოს კუთხით;
-ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
-საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
-სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, "ბანკი 2000" (ალტა);
-კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
-საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2012 წლის 4 მარტამდე, შემდეგ მისამართზე:

სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 322) 401401
ელფოსტა: jobs@constanta.ge

გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე და რომელ განყოფილებაში გსურთ მუშაობის დაწყება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige