ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების სამსახურის უფროსის პოზიციაზე სათაო ოფისში.
ძირითადი მოვალეობები:
-საკრედიტო რისკების სამსახურის ადმინისტრირება და საქმიანობის წარმართვა;
-ბანკში მიღებული საკრედიტო პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელება;
-საკრედიტო პორტფელის ანალიზი და ხარისხის კონტროლი;
-საკრედიტო რისკების მისაღები დონის უზრუნველყოფა და შესაძლო დანაკარგების მინიმიზაცია;
-ბანკის საკრედიტო დებულებებით და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით დაწესებული ნორმების დაცვა და კონტროლის უზრუნველყოფა;
-საკრედიტო ციკლში შემავალი ყველა სახის ეტაპებისა და სამუშაოების ფორმალიზება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;
-საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული და არაავტომატიზირებული ოპერაციების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
-საკრედიტო პროცედურებისა და მეთოდოლოგიების სრულყოფაზე, გამოყენებული ფორმების, ინსტრუმენტების დახვეწასა და სიახლეების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა;
-შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვების ფორმირების უზრუნველყოფა;
-პოტენციური საკრედიტო რისკის განსაზღვრისთვის საჭირო მოდელების დანერგვის კოორდინირება;
-საკრედიტო რეიტინგებისა და კრედიტ სქორინგის მოდელების დანერგვის კოორდინირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება ეკონომიკის, საბანკო საქმის, ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში; უმაღლესი ტექნიკური განათლებაც, ზუსტი მეცნიერებებიც მისაღებია, შეიძლება უფრო მეტადაც.
-საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-ბაზელის კომიტეტის მოთხოვნების, IFRS სტანდარტების, მარეგულირებლის ნორმატიული აქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
-ქართული და რუსული ენების კარგი ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
-ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
-ორგანიზებულობა; სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა; მიზანდასახულობა; განვითარების სურვილი;
-კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ: (995 32) 2 401401
ელფოსტა:
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 24 თებერვალი.