სს \"ბანკი კონსტანტა\" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო მრჩევლის პოზიციაზე ბანკის შემდეგ განყოფილებებში: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თელავი, ყვარელი, საგარეჯო, დედოფლისწყარო.
პასუხისმგებლობები:
- ბანკის განყოფილებებში შემოსული კლიენტების დახვედრა-გადამისამართება;
- დაინტერესებული პირებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება-კონსულტაცია;
- განყოფილებაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება-გადამისამართება;
- ჯვარედინი გაყიდვების წარმოება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კარგი პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მოტივირებულობა;
- სასაუბრო უნარები ქართულ და რუსულ ენებში;
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117
თბილისი 0119, საქართველო
ტელ: (995 32) 2 401401
ფაქსი: (995 32) 951731
ვებ-გვერდი: http://www.constanta.ge
ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: jobs@constanta.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.