სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შეძენაზე.
ლოტი 1:
- ტუალეტის ქაღალდის შეძენა (2 ფენა, რულონი 150 მეტრი). საშუალო წლიური რაოდენობა: 1000 (ათასი) ცალი
- ხელსაწმენდი ქაღალდის შეძენა (2 ფენა, 250 ცალიანი). საშუალო წლიური რაოდენობა: 3600 (სამი ათას ექვსასი) ცალი
- "სალფეტკის" შეძენა (200 ცალიანი). საშუალო წლიური რაოდენობა: 1500 (ათას ხუთასი) ცალი.
ლოტი 2:
დასახელება - საშუალო წლიური რაოდენობა:
- აეროზოლი - 330
- "დომესტოსი" - 270
- "კომეტი" - 90
- მეტლახის საწმენდი სითხე - 180
- მინის საწმენდი საშუალება - 170
- ავეჯის საწმენდი საშუალება - 200
- იატაკის საწმენდი საშუალება - 220
- რეზინის ხელთათმანი - 180
- ტილო იატაკის - 400
- ტილო მაგიდის - 570
- ჭურჭლის ჟელე - 230
- ჭურჭლის ღრუბელი - 475
- სარეცხი ფხვნილი - 155
- ტუალეტის საწმენდი "იხვი" - 45
- კაფელის საწმენდი - 65
- ტილო შუშის საწმენდი - 110.
მომსახურების ხანგრძლივობა: 1 (ერთი) წელი.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ: კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების დებულება.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები (დღგ-ს ჩათვლით) პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- ლოტი 1-ში მოცემული პროდუქციის ნიმუშები;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი).
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება ( სამეურნეო განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი, 2012 წ. (17:00 სთ).
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
სს "ბაზისბანკი", სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი, ლაშა ჭონიშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1
ტელ.: (+995 32) 2 922922
ელ.ფოსტა: