სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს ხსნადი ყავის, ერთჯერადი ჩაის და შაქრის შეძენაზე.
ლოტი 1: ხსნადი ყავის შეძენა (190 -200 გრამიანი ქილა). საშუალოდ წლიური რაოდენობა: 1100 ქილა.
ლოტი 2: ერთჯერადი ჩაის შეძენა (25 ცალიანი შეკვრა). საშუალოდ წლიური რაოდენობა: 1300 ცალი.
ლოტი 3: შაქრის შეძენა (1კგ. შეკვრა). საშუალოდ წლიური რაოდენობა: 1600 ცალი.
მომსახურების ხანგრძლივობა: 1 (ერთი) წელი.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ: კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების დებულება.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები (დღგ-ს ჩათვლით) სპეციფიკაციის მიხედვით
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი).
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი, 2012 წ. (17:00 სთ)
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
სს "ბაზისბანკი", სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი, ლაშა ჭონიშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1
ტელ.: (+995 32)2 922922
ელ.ფოსტა: