სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის (აპარატის) და ერთჯერადი ჭიქების შეძენაზე.
ლოტი 1: სასმელი წყლის (აპარატის) შეძენა (19 ლიტრიანი ბალონი). საშუალო წლიური რაოდენობა: 1000 (ათასი) ბალონი.
ლოტი 2: ერთჯერადი ჭიქების შეძენა. საშუალო წლიური რაოდენობა: 100000 (ასი ათასი) ცალი.
მომსახურების ხანგრძლივობა: 1 (ერთი) წელი.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების დებულება;
- სს "ბაზისბანკის" სერვის ცენტრების მისამართები და დასადგმელი წყლის აპარატის რაოდენობები.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- მომსახურების პირობები და ფასები (დღგ-ს ჩათვლით)
- ანგარიშსწორების პირობები;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი);
- წყლის ვარგისიანობის შესახებ შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნა.
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 27 იანვარი, 2012 წ. (17:00 სთ)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ:
სს "ბაზისბანკი", სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი, ლაშა ჭონიშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1
ტელ.: (+995 32) 2 922922
ელ.ფოსტა: