საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ - „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს პრქტიკანტთა მიღებას პროგრამების სამსახურსა და ფინანსურ ადმინისტრაციულ სამსახურში.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვა და მართვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
მოვალეობები:
პროგრამების სამსახური:
- პროექტების მომზადება მათ შორის ბიუჯეტირება, მართვა და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე;
- დონორებისა და პარტნიორების მოძიება და მათთან ურთიერთობა;
- რეგიონალურ დონეზე არსებული ფილიალების მუშაობის მიმდინარეობის კონტროლი;
- ცენტრის მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში ყოველდღიური მითითებების შესრულება.
ფინანსურ-ადმინისტრაციული სამსახური:
- იურიდიული, კერძოდ სატენდერო და საიჯარო დოკუმენტაციის მომზადება (პრაქტიკის საწყის ეტაპზე შესაბამისი კოორდინატორის დახმარებით);
- ხელშეკრულების პირობების კონტროლი;
- ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრის ასისტირება;
- ცენტრის მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში ყოველდღიური მითითებების შესრულება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების შემთხვევაში, პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე. ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც წერით, ისე ვერბალური);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Excel, ინტერნეტი;
პრაქტიკის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 6 თვით.
პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- განვითარებული წერითი და ვერბალური უნარები.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV და სამოტივაციო წერილი მოგვაწოდონ ელექტრონულ მისამართზე 2011 წლის 1 ოქტომბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ „პრაქტიკის გავლა“ დასახელებაში. არასრულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი არ განიხლება.
საკონკურსო კომისია გასაუბრებისათვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
საკონკურსო კომისიის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას # 76ბ.