საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
DMG WEST LINES  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  ARAY Tomorrow  გუდვილი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
ქეა  CHINA 2 GEORGIA  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.   პროფკურორტი  შარმ ტრეიდინგი  შპს.  
აიელსი  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   One World   საგანმანათლებლო ცენტრი   ბიდისი აკადემია  Oxford House  P/T/G  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი 
   ვაკანსია:

სამოქალაქო ინჟინერი

   კომპანია:

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის ინიციატივები

   განთავსებულია:  10 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  20 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  recruitment@georgianeo.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის ინიციატივების (NEO) პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვებით უზრუნველყოფა, შერჩეულ თემებში მოსახლეობისა და სასოფლო-სამურნეო სფეროს უზრუნველყოფა წყლით, იძულებით გადაადგილებულ პირთა (ძველი და ახალი) თემების დახმარება, რათა მათ შეძლონ საკუთარი საცხოვრებლის დამოუკიდებლად მოვლა-პატრონობა. აგრეთვე, დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ ბუნებრივი ან სხვა კატასტროფების შედეგად. NEO მიაღწევს აღნიშნულ მიზნებს ოთხი კომპონენტის მეშვეობით, რომლებიც მოიცავს ეკონომიკური განვითარების დაგეგმვას თემის დონეზე, სოფლის ეკონომიკურ განვითარებას, დახმარებას უკიდურესად დაუცველი ოჯახებისა და ადამიანების გაძლიერების მიზნით და იძულებით გადაადგილებულ პირთა იმ საცხოვრებელი სახლების მდგრადობის ხელშეწყობას, რომელთა რეაბილიტაციაც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით.

თანამდებობის აღწერა და ზოგადი პასუხისმგებლობა:

სამოქალაქო ინჟინერი პასუხისმგებელი იქნება პირდაპირი ზედამხედველობა აწარმოოს NEO-ს ფარგლებში განსახორციელებელ ყველა ინფრასტრუქტურულ საქმიანობაზე, რომელიც მოიცავს შენობების მშენებლობას, წყლის ინფრასტრუქტურის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების, და სხვა პროექტის ფარგლებით გათვალისწინებული შენობების რეაბილიტაციას. სამოქალაქო ინჟინერი მჭიდროდ იმუშავებს გარემოს დაცვის სპეციალისტთან, გრანტების გუნდთან და აგრეთვე საქართველოს მთავრობის შესაბამის ორგანოებთან რათა უზრუნველყოს NEO-ს ფარგლებში განსახორციელებელი ყველა მშენებლობის შესრულება USAID-ის და საქართველოს კანონდემლობის მოთხოვნების მიხედვით.

თანამდებობის დასახელება: სამოქალაქო ინჟინერი
გუნდი: ტექნიკური გუნდი
ხელმღვანელი: უფროსი ინჟინერი

პასუხისმგებლობის ძირითადი სფეროები

სამოქალაქო ინჟინერს ექნება პასუხისმგებლობის შემდეგი მთავარი სფეროები:

მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის ტექნიკურ და გრანტების გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილ იყოს რომ მთელი ინფრასტრუქტურული დაგეგმვა სათანადოდ არის მოცული პროექტის სამუშაო გეგმებსა და გრანტების პროგრამებში.
NEO-ს მთელი ინფრასტრუქტურული საქმიანობის ანალიზის, დაგეგმვის, დაპროექტებისა და მშენებლობის მართვა და ზედამხედველობა, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

- სოფლის/სასოფლო-სამეურნეო განვითარება - მაცივრების, საშრობების და ა. შ. მშენებლობა.
- სათემო განვითარება - გზების, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შენობების აღდგენა-განახლება და ა. შ.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მდგრადობის ხელშეწყობა - იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაცია.
- დეტალური სამშენებლო პროექტების, გეგმებისა და ბიუჯეტების შემუშავება თითოეული ინფრასტრუქტურული საქმიანობისათვის, რომლებიც შეიძლება წარედგინოს USAID-ს შესასრულებელი სამუშაოს/პროდუქტებისსახით ან გამოყენებული იქნას როგორც დოკუმენტაცია პროექტის ჩანაწერებისათვის.
- NEO-ს საქმიანობის ზედამხედველობა რაც დაპროექტების ეტაპზემოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული საქმიანობა აკმაყოფილებდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საინჟინრო ნორმებსა და სტანდარტებს და განხორციელების ეტაპზე ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფასა თუ ხელშეწყობას,
- NEO-ს საქმიანობის ზედამხედველობა, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოსთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის პროცედურებისა და ნებართვების მოთხოვნები.
- NEO-ს საქმიანობის ზედამხედველობა, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოსტან დაკავშირებით დაკმაყოფილებულიაUშAID-ის პროცედურები და მოთხოვნები (გარემოს დაცვის მოთხოვნების ჩათვლით).

სამშენებლო ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობისას მთავარი საკონტაქტო პირის როლის შესრულება, რაც მოიცავს შემდეგს:

- სამშენებლო ქვეკონტრაქტორებისათვის ტექნიკური ხელმძღვანელობის გაწევა
- იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეკონტრაქტორები იცავენ ქვეკონტრაქტისა თუ გრანტის მოთხოვნებს, მონიტორინგისა და მათ მიერ სამუშაოს შესრულების თაობაზე ანგარიშგების მეშვეობით
- იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური შესასრულებელი სამუშაო/პროდუქტები დროულად სრულდება.
- იმის დადასტურება, რომ მშენებლობა შეესაბამება აღიარებულ საინჟინრო პროექტებსა და სტანდარტებს.
- ქვეკონტრაქტორის ყველა შესასრულებელი სამუშაოს/პროდუქტებისა და ანგარიშების ინსპექტირება

სამოქალაქო ინჟინერს ევალება NEO-ს ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული საქმიანობების ყველა ტექნიკური ასპექტის ზედამხედველობა, რაც მოიცავს:

შენობების მშენებლობას, წყლის ინფრასტრუქტურის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების და სხვა შენობების რეაბილიტაციას. სამოქალაქო ინჟინერი მჭიდროდ ითანამშრომლებს გარემოს დაცვის შეფასების პროფესიონალთან, გრანტების გუნდთან და საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველყოფილ იყოს NEO-ს ფარგლებში მშენებლობის განხორციელდება USAID-ისა და საქართველოში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

კვალიფიკაციები:

ამ თანამდებობისათვის საჭირო კვალიფიკაციები მოიცავს შემდეგს:

- საჯარო ან კერძო სექტოებთან მუშაობის გამოცდილება რათა მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურული და წყალმომარაგების პროექტების განხორციელებაში.
- შეზღუდულ დროში მუშაობის და მაღალხარისხიანი შედეგების მიღების გამოცდილება.
- შესაბამისი ქართული კანონმდებლობის, საჭირო ნებართვებისა და პროცედურების, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის USAID-ის მოთხოვნების ცოდნა.
- USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა.
- საქართველოს რეგიონებში მგზავრობის სურვილი და შესაძლებლობა.
- სამოქალაქო ინჟინრის დიპლომი.

ინსტრუქციები განაცხადის შევსებისათვის:

დაინტერესებისა და სათანადო კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და თავფურცელი, სამი პროფესიული რეკომენდატორის მითითებით, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: recruitment@georgianeo.ge თქვენი ელფოსტის წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითეთპოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (Civil Engineer).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი. დაკავშირება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ წინასწარ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige