ჩაერთე ჩვენს ლოგოს კონკურსში და მოიგე iPad 2!
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში 1992 წელს გაიხსნა.
2012 წელს, მთელი წლის განმავლობაში, საელჩო აღნიშნავს ორი ათწლეულის
განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს. გასული ორი ათწლეულის პარტნიორობის და
მომავალი თანამშრომლობის აღსანიშნავად, ამერიკის საელჩო გამოიყენებს
სპეციალურ ლოგოს 2012 წლის განმავლობაში და ჩვენ გვსურს, რომ ლოგოს დიზაინი
სწორედ თქვენ შექმნათ.
იცოდით თუ არა, რომ?
-1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ამერიკის
შეერთებულმა შტატებმა გამოყო 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება, მათ შორის,
1 მილიარდი დოლარი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. (წყარო: ამერიკის
სახელმწიფო დეპარტამენტი)
- 1992 წლიდან დღემდე 3000-ზე მეტი ქართველი გაემგზავრა ამერიკის
შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამის, საზღვარგარეთ სწავლების,
პროფესიული სასწავლო ტურებისა და სხვა საგანმანათლებლო ვიზიტებით. (წყარო:
ამერიკის საელჩოს სტატისტიკა)
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს 45-ზე მეტ
ორმხრივ ხელშეკრულებას, შეთანხმებას და მემორანდუმს ბოლო ოცი წლის
განმავლობაში. ეს ხელშეკრულებები ეხება სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის:
თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, ბიზნესს,
ნარკოტიკების კონტროლს. (წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო)
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაგზავნა 426-ზე მეტი "მშვიდობის
კორპუსის" მოხალისე საქართველოში, პროგრამის დაარსებიდან - 2001 წლიდან.
(წყარო: "მშვიდობის კორპუსი")
- ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების წყალობით,
საგანმანათლებლო სფეროში მოხერხდა სკოლების 60%-ის ფინანსური პრობლემების
დაძლევა, განათლების დაფინანსების სამართლიანი პროგრამის ხელშეწყობა და
თანამედროვე, ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ჩამოყალიბება.
(წყარო: აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტო)
- გასული ათწლულის განმავლობაში, საქართველოსა და ამერიკას შორის ვაჭრობამ
მიაღწია 2.2 მილიარდ დოლარზე მეტს იმპორტისა და ექსპორტის სახით. (წყარო:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)
- ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შემუშავებულმა საქართველოს
ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების რეფორმის პროექტმა მნიშვნელოვან
წარმატებებს მიაღწია, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს 112-ე დან (2006 წ.)
მე-11 ადგილზე გადანაცვლებას (2010 წ.) მსოფლიოს ბანკის მიერ "ბიზნესის
კეთების" ყოველწლიურ კვლევაში. (წყარო: აშშ საერთაშორისო დახმარების
სააგენტო)
- ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, მეწარმეებს შესაძლებლობა
მიეცათ აეშენებინათ ან გაერემონტებინათ მცირე ჰესები, რამაც დამატებით
შესძინა 10 მეგავატი სუფთა განახლებადი ენერგია საქართველოს ქსელს და
სარგებლობა მოუტანა 16 000-ზე მეტ ოჯახს. (წყარო: აშშ საერთაშორისო
დახმარების სააგენტო).
ამერიკის შეერთებული შტატები ზეიმობს 20 წლიანი ქართულ-ამერიკულ
მეგობრობით, სტუმართმოყვარეობით, სტარტეგიული პარტნიორობით, კულტურული
ღონისძიებებით, ხალხთა შორის მეგობრობით, საგანმანათლებლო გაცვლითი
პროგრამებით და სხვა სახის თანამშრომლობით.
თუკი თქვენ ხართ 15-დან 25 წლამდე ქართველი ახალგაზრდა, გაქვთ შემოქმედებითი იდეები და სურვილი, მოახდინოთ საერთაშორისო გავლენა, გიწვევთ კონკურსში ლოგოს დიზაინის წარსადგენად.
გამარჯვებული მიიღებს iPad 2-ს!
გთხოვთ, გადახედეთ კონკურსის მთავარ წესებს, რათა დარწმუნდეთ, რომ
შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება. შეამოწმეთ ჩვენი Facebook-ის
გვერდი (http://www.facebook.com/tbilisi.usembassy) სრული წესებისა და მითითებების სანახავად.
გამოგვიგზავნეთ თქვენი ლოგოს დიზაინი მისამართზე: TbilisiContests@gmail.com
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ნამუშევრებს!