საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს სამეგრელოს ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიუროს საქმიანობის ეფექტური განხორციელების, ასევე სხვა უწყებებთან თანამშრომლობის მიზნით საჭირო სამუშაოებების ჩატარება და კოორდინაცია;
- სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, სააღსრულებო მოქმედებების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით კორესპონდენციის მიღება და განხილვა;
- დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- კონკრეტულ სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება;
- შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის გამართვა;
- კორპორატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
- ბიუროში სანიტარული და ვიზუალურ-ესთეტიური ნორმების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ.: ) ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება და სამუშაო ადგილი, სადაც შემოგაქვთ განაცხადი.