საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს შემფასებლის თანამდებობებზე.
ანაზღაურება: დარიცხული 1500 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. ხაშური.
ვაკანსიის რაოდენობა: 1.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება, დაყადაღებული ქონების საბაზრო ფასის დადგენა;
- შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
- შესაფასებელი ობიექტების დათვალიერება, უძრავ-მოძრავი ნივთების დეტალური აღწერა, ფოტოგრაფირება;
- ბაზრის ანალიზი;
- გაანგარიშებების ჩატარება და შეფასების ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- საშემფასებლო სფეროში მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
- შეფასების საფუძვლების ცოდნა;
- შეფასების შესახებ ანგარიშის შედგენის გამოცდილება.
უპირატესობა მიენიჭებათ შეფასების შესაბამისი სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 7 სექტემბერი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.