საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს - ანაზღაურებად საქმიანობას - ამავე ბიუროს შეფასების სამსახურში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებაში მონაწილეობის მიღება და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამისი დასკვნების მომზადება;
- უძრავი და მოძრავი ქონების ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების და საოფისე ტექნიკის მოხმარების ცოდნა.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები:
- კანდიდატების გადარჩევა პირადი მონაცემების (სააპლიკაციო ფორმა) მიხედვით;
- ტესტირება;
- გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციისა და სამუშაო ადგილის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.