საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს სერვისის კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული მოქალაქის საჭიროების გარკვევა და მისი გადამისამართება;
- მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული პროცედურების განმარტება;
- მოქალაქისთვის სერვისის ვადებისა და საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კეთილგანწყობილი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტის მართვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართული დოკუმენტი ან ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც გსურთ განაცხადის შემოტანა.
გაითვალისწინეთ, რომ თანდართული სააპლიკაციო ფორმის სრულად შევსება სავალდებულოა.