საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში საგადასახადო საქმეთა ოფიცრის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გადასახადის გადამხდელის ქონების მოძიება;
- მოძიებული ქონების აღწერა-დაყადაღება და ყადაღის რეგისტრაცია;
- დაყადაღებული ქონების შეფასება;
- საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
- სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა დაყადაღებული ქონების
რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;
- შესრულებული სამუშაოს სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურად შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ.: http://www.nbe.gov.ge) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@nbe.gov.ge 2011 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც გსურთ განაცხადის შემოტანა.
გაითვალისწინეთ, რომ სააპლიკაციო ფორმის შევსება სავალდებულოა.