საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, სააღსრულებო მოქმედებების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით კორესპონდენციის მიღება და განხილვა;
- დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- კონკრეტულ სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საგადასახადო კოდექსი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამები.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: .
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 21 ოქტომბერი წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება და სამუშაო ადგილი, სადაც შემოგაქვთ განაცხადი.