საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს პროგრამისტის თანამდებობებზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ვაკანსიის რაოდენობა: 1.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოთხოვნისამებრ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მათემატიკაში ან ფიზიკაში;
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ვებ ტექნოლოგიებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია Oracle-თან;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.
პერსონალური უნარები:
- კომპიუტერული ქსელების, სერვერების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- რთულ და გადატვირთულ სამუშაო პირობებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა (იხ.: ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.