საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
შრომის ანაზღაურება: 800 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი;
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულების კონტროლი;
- სათავო ოფისში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულად მუშაობის კონტროლი;
- ყოველდღიურად, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობების შემოვლა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული მატერიალურ-ტექნიკური და სანიტარული მდგომარეობის შესახებ;
- სამშენებლო და სხვა დოკუმენტაციის შეგროვება და შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება;
- მიღება-ჩაბარების აქტების დროულად შეგროვება და ბუღალტერიაში წარდგენა;
- შეგროვებული დოკუმენტაციის ამსახველი მონაცემთა ბაზის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- საპროექტო ორგანიზაციებთან/სამშენებლო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია არქიტექტურულ-სამშენებლო ნახაზების წაკითხვის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული;
- პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და სწრაფადვე აღმოფხვრის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი ან e) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 17 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
გაითვალისწინეთ, რომ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შევსება სავალდებულოა.