საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ქუთაისი - 3 ვაკანტური ადგილი.
ბათუმი - 1 ვაკანტური ადგილი.
თანამდებობრივი სარგო: 940 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში, სააღსრულებო მოქმედებაში ჩართული მხარეების უკანონო ქმედებების აღკვეთა.
- სააღსრულებო მოქმედების შესაბამისი ოქმის შედგენა.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა.
- მოქალაქეთა წერილებზე პასუხის მომზადება.
- საჭიროების შემთხვევაში, ქონების აღწერის ოქმის შედგენა.
- ყოველთვიურად, შესრულებული სამუშაოს ამსახველი ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა;
- აუცილებელია, ფიზიკური მომზადების მაღალი მაჩვენებლები.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ.მიმაგრებული ფაილი ან www.nbe.gov.ge) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@nbe.gov.ge
გაითვალისწინეთ, რომ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შევსება სავალდებულოა.
სააპლიკაციო ფორმა იხ. თანდართული დოკუმენტის სახით
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 იანვარი. გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
იგივე განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge