საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
- ბათუმი - 2 ვაკანტური ადგილი;
- ზუგდიდი - 2 ვაკანტური ადგილი;
- თბილისი - 1 ვაკანტური ადგილი.
თანამდებობრივი სარგო: 940 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში, სააღსრულებო მოქმედებაში ჩართული მხარეების უკანონო ქმედებების აღკვეთა.
- სააღსრულებო მოქმედების შესაბამისი ოქმის შედგენა.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა.
- მოქალაქეთა წერილებზე პასუხის მომზადება.
- საჭიროების შემთხვევაში, ქონების აღწერის ოქმის შედგენა.
- ყოველთვიურად, შესრულებული სამუშაოს ამსახველი ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა;
- აუცილებელია ფიზიკური მომზადების მაღალი მაჩვენებლები.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნის, პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ.: ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ თანამდებობის ზუსტი დასახელება, რომელზეც გსურთ განაცხადის შემოტანა.
იგივე განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: