საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს აღმასრულებლის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახალქალაქი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით კორესპონდენციის მიღება და განხილვა;
- მოქალაქეებისთვის სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა;
- უძრავი და მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება და შესაბამისი აქტის შედგენა;
- შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საგადსახადო კოდექსი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამები.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნის, პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ან მიმართონ აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიულ ორგანოებს შემდეგ მისამართებზე:
კახეთის სააღსრულებო ბიურო - თელავი, ვარდოშვილის ქ. N 7
სამცხე - ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო - ახალციხე, თამრ მეფის ქ. N 44
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 სექტემბერი. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება და სამუშაო ადგილი, სადაც შემოგაქვთ განაცხადი.