საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიუროს საქმიანობის ეფექტური განხორციელების, ასევე სხვა უწყებებთან თანამშრომლობის მიზნით საჭირო სამუშაოებების ჩატარება და კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება;
- კორპორატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
- სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
- მედია საშუალებებთან ურთიერთობა და სისტემაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების ორგანიზება;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მართვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის, საკომუნიკაციო საშუალებების, საოფისე ტექნიკის გამართულად მუშაობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
- სისტემაში სანიტარული და ვიზუალურ-ესთეტიური ნორმების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: .
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ნოემბერი. ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება და სამუშაო ადგილი, სადაც შემოგაქვთ განაცხადი.