საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი  ალგანი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
DMG WEST LINES  ARAY Tomorrow  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.   პროფკურორტი  თეგეტა მოტორსი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  P/T/G კავკასიის უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  აიელსი  საქართველოს უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  Oxford House 
   ვაკანსია:

სტაჟირება - თბილისი, რეგიონები

   კომპანია:

აღსრულების ეროვნული ბიურო

   განთავსებულია:  10 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  25 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@nbe.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს - ანაზღაურებად საქმიანობას - ამავე ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებში.

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე

სამუშაო ადგილი:

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო - ქუთაისი, ჭიათურა, ხარაგაული, საჩხერე, წყალტუბო, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, ონი/ამბროლაური, ბაღდათი, ცაგერი/ლენტეხი.

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური.

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიური - ბოლნისი, გარდაბანი, რუსთავი, თეთრიწყარო, ფოთი. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო - ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა.

კახეთის სააღსრულებო ბიურო - ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, წნორი, გურჯაანი, ყვარელი.
შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიურო - კასპი, ხაშური, გორი, მცხეთა, დუშეთი.
სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო - ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი.
თბილისის სააღსრულებო ბიურო - თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- აღმასრულებლის დახმარება, სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებში;
- აღმასრულებლის დახმარებით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამაში დოკუმენტების რეგისტრაცია.
- უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება ბაკალავრიატის ბოლო კურსი);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების და საოფისე ტექნიკის მოხმარების ცოდნა.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები:

- კანდიდატების გადარჩევა პირადი მონაცემების (სააპლიკაციო ფორმა) მიხედვით;
- ტესტირება;
- გასაუბრება.

საკონკურსო თემატიკა:

- "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბერის ბრძანება N220.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (http://www.nbe.gov.ge) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbe.gov.ge 2011 წლის 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციისა და სამუშაო ადგილის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige