საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შირნჰოფერი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  CHINA 2 GEORGIA  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
შ.პ.ს.   DMG WEST LINES  ქეა  პროფკურორტი  ARAY Tomorrow  თეგეტა მოტორსი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  P/T/G  კავკასიის აკადემიური ცენტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

სტაჟირება

   კომპანია:

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

   განთავსებულია:  22 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  22 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას ანზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. სულ დაფინანსდება საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სპეციალობების 30 მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი.

სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე, წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ შორის, ზაფხულშიც. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა. სასურველია, რომ სტუდენტებმა სტაჟირებაში აკადემიური კრედიტები მიიღონ. უპირატესობა სწორედ იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომელთაც ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებთან წინასწარ ექნებათ შეთანხმებული.

საბუთების მიღება დაწყებულია!

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. "G-PAC"-ის საგანაცხადო ფორმა;
2. სამოტივაციო წერილი;
3. ავტობიოგრაფია (CV);

ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს;

1. სამი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
2. პირადობის მოწმობის ასლი (ორივე მხარე);

საგანაცხადო ფორმები მიიღება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. საგანაცხადო ფორმებისა და საინფორმაციო შეხვედრების განრიგის მიღება შესაძლებელია "EWMI G-PAC"-ის ვებგვერდზე: http://www.ewmi-gpac.org ან "EWMI G-PAC"-ის ოფისში (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული), 9:00 საათიდან 17:00 საათამდე.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ გერმანაშვილს, "G-PAC" გრანტების მენეჯერს, ელ. ფოსტით: gtamara@ewmi-gpac.org ან ტელეფონით (32) 2 202444 შიდა:102. საბუთები გაუგზავნეთ თამარ გერმანაშვილს ელექტრონული ფოსტით ან ამობეჭდილი (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, თბილისი, საქართველო).

"G-PAC"-ი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige