საიტზე დევს 257 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
DMG WEST LINES  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ARAY Tomorrow  შარმ ტრეიდინგი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ქეა  შპს.  
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ბიდისი აკადემია  P/T/G  ინგლისური ენის სახლი თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  აიელსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი 
   ვაკანსია:

სპიკერი კონფერენციისათვის ბიზნეს სამართალში

   კომპანია:

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

   განთავსებულია:  5 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  16 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  e.oniani@freeuni.edu.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების კომისია და სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP) აცხადებს სპიკერების შესარჩევ კონკურსს განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენციისათვის ბიზნეს სამართალში, რომელიც გაიმართება თბილისში, 2011 წლის 10 და 11 დეკემბერს.

კონფერენცია იმართება "USAID"-ის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის "JILEP"-ის (Judicial Independence and Legal empowerment Project) მხარდაჭერით, რომელსაც საქართელოში ახორციელებს "East-West Management Institute".

კონფერენციის ძირითადი ორგანიზატორი და მასპინძელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი. ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ბიზნეს სამართლის სფეროში, აქტუალურ საკითხებზე იურისტების ცოდნის გაღრმავებას, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ხელშეწყობას სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში.

სპიკერთა შესარჩევ კონკურსში მონაწლეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს, იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტების და სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს.

კონფერენციის სესიებზე სპიკერებმა უნდა გამოიყენონ სამართლის სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდები, კერძოდ: მონაწილეთა აქტიური ჩართვა დისკუსიაში, ვიზუალური მასალის წარმოდგენა, სამართლებრივი სიმულაციების გამოყენება სასამართლო გადაწყვეტილებების და ჰიპოთეტური კაზუსების განხილვა.

ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე, კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა უნდა ჩაატარონ მინიმუმ 3 სთ-იანი სესია ბიზნეს (კომერციული) სამართლის ერთ-ერთ სფეროში, მათ შორის:

- სახელშეკრულებო სამართალი;
- სანივთო სამართალი;
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;
- საერთაშორისო კომერციული გარიგებები;
- კორპორაციული სამართალი/კორპორაციული მართვა/კორპორციული Due Diligence;
- გადახდისუუნარობის სამართალი;
- საგადასახადო სამართალი;
- საერთაშორისო დაბეგვრა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები იურისტებისათვის;
- დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (ADR);
- საბანკო სამართალი;
- სადაზღვევო სამართალი;
- ფასიანი ქაღალდების სამართალი.

სპიკერის მიერ წარმოდგენილი სასესიო თემა/პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ შინაარსობრივ მახასიათებლებს:

- იყოს პრაქტიკული (მნიშვნელოვანი ბიზნეს სამართალში იურიდიული/საადვოკატო პრაქტიკისთვის);
- ეხმიანებოდეს არსებულ სამართლებრივ პრობლემებსა და გამოწვევებს;
- ითვალისწინებდეს/ეფუძნებოდეს სასამართლო პრაქტიკას;
- მოიცავდეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და მათ გავლენას იურიდიულ პრაქტიკაზე.

სპიკერები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, მეორე ეტაპი კი - გასაუბრებას. შერჩეულმა კანდიდატებმა, პრეზენტაციის მეთოდოლოგიისა და შინაარსის დახვეწის მიზნით, უნდა ითანამშრომლონ კონფერენციის ორგანიზატორებთან.

დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ:

- CV;
- შევსებული განაცხადი (იხ. დანართი).

სპიკერთა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: e.oniani@freeuni.edu.ge 2011 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:

ეკა ონიანი
ადმინისტრაციული დირექტორი
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი
ე. ბედიას ქუჩა, 0183, თბილისი
ტელ: +995 32 220 09 01 (112)
ელფოსტა: e.oniani@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige