"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას "უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის გრანტების" (UAG) ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებული უნივერსიტეტებისა და აკადემიური დაწესებულებებისთვის.
კონკურსის მიზანია, ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხელი შეუწყოს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკური მეცნიერებების და სხვა მონათესავე პროგრამებისა და კურსების განვითარებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ უნივერსიტეტსა და აკადემიურ დაწესებულებას, რომლებსაც გააჩნიათ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შესაბამის სფეროებში.
გრანტის მოცულობა: 5 000 აშშ დოლარი - 10 000 აშშ დოლარი.
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვემდე.
საბუთების მიღება: ყოველის თვის პირველი ორშაბათი. განაცხადები უნდა შემოიტანოთ 16:30 საათამდე.
კითხვებზე პასუხის მისაღებად მიმართეთ ნინო ღვინაძეს, "G-PAC"-ის საჯარო პოლიტიკის კოორდინატორს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით:
საგანაცხადო ფორმები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ EWMI G-PAC-ის ვებგვერდიდან: ან მოგვმართოთ "EWMI G-PAC"-ის ოფისში, მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, 9:00- დან 17:00 საათამდე. საგანაცხადო ფორმები უნდა მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე შევსებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები.