შპს "აქვა გეო" (წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, სოფ. ნატახტარი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით;
-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
-დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
-ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
თანამდებობრივი მოვალეობები:
-პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება;
-ბაზრის კვლევის წარმოება; არსებული და მომავალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების ბაზრის ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
-კონკურენტების შესახებ ყველა ინფორმაციის გაანალიზება;
-კომპანიის და თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა;
-მარკეტინგული აქტივობების წარმართვა;
-საფასო პოლიტიკის განვითარება;
-სარეკლამო სააგენტოებთან და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
-ახალი პროდუქტების და ბრენდების შექმნაზე მუშაობა;
-გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გეგმების, ახალი ბაზრების მოძიებისა და საფასო პოლიტიკის წარმართვის დროს;
-ზემოთჩამოთვლილი საქმიანობის განხორციელება, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებისათვის.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: არა უგვიანეს 2012 წლის 20 თებერვლისა. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.