შპს "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (უმჯობესია კერძო სამართალი);
- პროფესიული სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
- ინგლისური ენის ცოდნა;
ძირითადი მოთხოვნები:
- საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
- საქართველოს სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
- საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების იურიდიული ასპექტების ცოდნა;
- ბიზნეს კომუნიკაციების და ბიზნესის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (წესდება, სარეგისტრაციო დოკუმენტები, ოქმები და ა.შ.);
- კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან და მომავალ პროექტებთან დაკავშირებით იურიდიული დასკვნების მომზადება;
- კომპანიის მომწოდებლებთან და კლიენტებთან კონსულტაციები და კონტრაქტების გაფორმება;
- კომპანიის იურიდიული საქმიანობის წარმართვა და ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/რედაქტირება/კორექტირება;
- ნებისმიერ წამოჭრილ იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით რჩევის მიცემა;
- სამოქალაქო დავის განხილვის დროს კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან;
- საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი და კომპანიის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება (ზეპირად და წერილობით);
- სხვა ფუნქციების განხორციელება, რომელიც უკავშირდება კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის იურიდიულ ასპექტებს;
- სხვა მოვალეობების შესრულება კომპანიის ადმინისტრაციის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: არა უგვიანეს 2011 წლის 15 სექტემბრისა.
გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.