"არსი" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე:
ოფის-მენეჯერის მიზანია უზრუნველყოს კომპანია და მისი სხვადასხვა სამსახურები ეფექტიანი კომუნიკაციით კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მხარეებთან - პარტნიორებთან, კლიენტებთან, სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციებთან.
ოფის-მენეჯერის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:
- სხვადასხვა სახით ინფორმაციის მიღებას ზემოთ აღნიშნული მხარეებისაგან, მათ სწორად და დროულად განაწილებას კომპანიის შიგნით შესაბამის სამსახურამდე ან/და კომპანიის დაქირავებულ შესაბამის პროვაიდერამდე (მაგალითად იურიდიულ ფირმამდე, პარტნიორამდე და ა.შ.) და შემდეგ საპასუხო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას შესაბამის მხარემდე
- ასევე კომპანიის მხრიდან გასაგზავნილი ინფორმაციის დროულად და სწორად მიწოდებას შესაბამის შიდა ან/და გარე ადრესატებამდე.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ოფის-მენეჯერის დამატებითი საქმიანობაა:
- კომპანიის უზრუნველყოფა საოფისე ინვენტარით და საშუალებებით, რაც გულისხმობს ოფისში საოფისე ინვენტარზე/საშუალებებზე მოთხოვნის შესაბამისი შეკვეთების მომზადებას, გაკეთებას და მარაგების შექმნა-მართვას (ქაღალდი, საბეჭდ-საწერი საშუალებები და ა.შ.)
ზემოთ აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისათვის:
- კომუნიკაციის შესაბამისი ფორმატების შემუშავება-დაცვის უზრუნველყოფა (შაბლონები, დრაფტები და ა.შ.) და საინფორმაციო ბაზების მართვა (მეილები, საკონტაქტო ტელეფონები, მისამართები)
- შესაბამის პროვაიდერებთან (მომწოდებლები, სწრაფი ფოსტები, მომსახურე პირები ან კომპანიები) საქმიანი ურთიერთობების წარმოება და განვითარება, მოლაპარაკებები და ფასების შეთანხმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ფლობა წერისა და კომუნიკაციის დონეზე
- სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების Word, Excel, Project, Outlook –ის გამართულად ცოდნა
- სასურველია ტრენინგები კლიენტების მომსახურების ან/და აღნიშნულ სფეროში
- სასურველია აღნიშნულ ან კლიენტების მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- საკუთარი თავის მართვის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- თანმიმდევრულობა
- სკურპულოზურობა
- მოწესრიგებულობა
- კონსტრუქციულობა
- მიზანზე ორიენტაციის უნარი
- პრობლემების მოგვარების უნარი
- სტრესმედეგობა – რთულ, დაძაბულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- მოლაპარაკებების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე (CV) გამოაგზავნონ 7 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: