საიტზე დევს 297 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 18:02
RSS
ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  თეგეტა მოტორსი 
ალგანი  CHINA 2 GEORGIA  შ.პ.ს დიზაინ სითი  შირნჰოფერი  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ბიდისი აკადემია  საგანმანათლებლო ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  აიელსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინგლისური ენის სახლი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

სხვდასხვა

   კომპანია:

არსი

   განთავსებულია:  24 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  27 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  elene@arci.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კომპანია არსი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო დეპარტამენტში შემდეგ სამუშაო ადგილებზე:

- პროექტირების კოორდინატორი (მიზანი: ოპტიმალური სამშენებლო პროექტის მომზადება იდეიდან მშენებლობის დაწყებამდე დაგეგმვის პროცესების სწორად კოორდინირების გზით)
- სამშენებლო პროექტის სამუშაოების კოორდინატორი (მიზანი: პროექტის დაგეგმილთან შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო პროექტის მსვლელობის სწორი კოორდინაციის და კონტროლის გზით)
სამშენებლო ტექნოლოგიების სპეციალისტი (მიზანი: პროექტის მხარდაჭერა საუკეთესო სამშენებლო გადაწყვეტილებების (მასალები, ტექნოლოგიები, მეთოდები) გამოყენებით)

კადრების შერჩევა მოხდება ზემოთ მითითებული 3 პოზიციისთვის, რომლებიც სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ გადანაწილდებიან შესაბამის პოზიციებზე მათ მიერ გამოვლენილი უნარების, შეძენილი გამოცდილების და სტაჟირების დროს მიღწეული შედეგების მიხედვით.

მოთხოვნები:

- აუცილებელია უმაღლესი განათლება მშენებლობის განხრით, უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო მენეჯმენტის, საინჟინრო ან სამშენებლო ტექნოლოგიების სპეციალობას
- აუცილებელია საოფისე პროგრამების  MICROSOFT PROJECT-ის და EXCEL–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (ორივე პროგრამის შესწავლა შესაძლებელია/აუცილებელია გასაუბრებამდე და უშუალოდ შერჩევაში მონაწილეობამდე)
- აუცილებელია მსურველი იყოს 25 წლამდე ასაკის
- აუცილებელია მსურველი იყოს მხოლოდ მამაკაცი
- სასურველია ტრენინგები ან გამოცდილება სამშენებლო ტექნოლოგიების ან მასალების გამოყენების სფეროში
- სასურველია სამშენებლო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება ზემოთ აღნიშნულ მიმართულებაში მუშაობის სახით ან შესყიდვა-მომარაგების განხრით
- პირები, რომლებმაც გამოგზავნეს CV ან/და მიიღეს მონაწილეობა გასაუბრებებში მსგავს ვაკანსიაზე არსში 2011 წლის სექტემბერში, ამ ეტაპზე მონაწილეობას არ მიიღებენ, შესაბამისად არ მიიღება მხედველობაში მათი CV-იც

პიროვნული თვისებები/უნარები:

- ძლიერი ნებისყოფა
- ძლიერი თვითმოტივაციის უნარი
- მიზანზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- საკუთარი თავის მართვის უნარი
- სტრესმედეგობა – რთულ, დაძაბულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- მოლაპარაკებების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- თანმიმდევრულობა
- სკურპულოზურობა
- კონსტრუქციულობა

დავალებები გასაუბრებისთვის:
დავალება #1.
გასაუბრებამდე აუცილებელია პრეტენდენტმა მოამზადოს დავალება MICROSOFT PROJECT-ში, რომლის მიღება შეიძლება კომპანიიდან.
დავალება #2.
გასაუბრებამდე პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს იატაკის მოჭიმვის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი დავალების მიხედვით.
დავალების მისაღებად საჭიროა გააგზავნოთ მოთხოვნა დავალებაზე ელ. მისამართზე elene@arci.ge
ორივე მომზადებული დავალება (ელექტრონული მასალები) გასაუბრებამდე 3 დღით ადრე უნდა გაიგზავნოს ზემოთ აღნიშნულ მეილზე.
გარდა აღნიშნული ორი დავალებისა, პრეტენდენტები ვაკანსიაზე აყვანამდე დამატებით მიიღებენ კიდევ რამდენიმე დავალებას და მხოლოდ დავალებების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოხდება მათი მიღება კომპანიაში 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.

სამუშაო პირობები: პრეტენდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული სამშენებლო პროექტების განხორციელების პროცესში მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. სამუშაო პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მოხდება კადრის აყვანა ამ პოზიციაზე და გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება. სტაჟირების პერიოდი არ ანაზღაურდება.

უშუალოდ გასაუბრებები პრედენტებთან დაიწყება 30 ნოემბერს. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ ის პრეტენდენტები, რომლებსაც 27 ნოემბრამდე გამოგზავნილი ექნებათ ზემოთ მითითებულ მეილზე ორივე დავალება და CV.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige