საიტზე დევს 297 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 18:02
RSS
DMG WEST LINES  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
CHINA 2 GEORGIA  შ.პ.ს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  შპს.   პროფკურორტი  შარმ ტრეიდინგი  შირნჰოფერი 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  კავკასიის აკადემიური ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

საქმეთა მწარმოებელი

   კომპანია:

არსი

   განთავსებულია:  26 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  26 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info@arci.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"არსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტში საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

მიზანი: სამშენებლო სამუშაოების მაღალორგანიზებულად განხორციელება დაგეგმილი დროითი და ფინანსური პარამეტრების შესრულების მიზნით.

ზემოთ აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისათვის, საქმეთა მწარმოებლის მოუწევს:

    - სამშენებლო გეგმებსა და კონკრეტული პროექტის შიდა სტანდარტებში კარგად გარკვევა;
    - სამშენებლო გეგმების, გადაწყვეტილებების და სტანდარტების დაყვანა უშუალოდ მუშახელზე;
    - მშენებლობისთვის საჭირო მასალების და საშუალებების მიწოდების, ასევე სხვა სახის მხარდაჭერის კარგად ორგანიზება;
    - უშუალოდ მშენებლობის პროცესის მართვა;
    - მუშახელის მუშაობის კონტროლი და შეფასება;
    - დაგეგმილი პარამეტრების მიღწევის შესახებ ანგარიშგება პროექტის ხელმძღვანელობასთან;

მოთხოვნები:

    - უმაღლესი განათლება მშენებლობის მართვის სფეროში;
    - მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მშენებლობის მართვის სფეროში;
    - სამუშაო გამოცდილებაში აუცილებელია მინიმუმ 3 დასრულებული პროექტის მენეჯმენტი (საწყისი სტადიიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე);
    - მშენებლობის დაგეგმვის და კონტროლის გამოცდილება გუნდთან ერთად;
    - უპირატესობა მიენიჭება გამოცდილ კადრს სამშენებლო პროექტის მმართველის (მენეჯერის) პოზიციაზე, რომელსაც აქვს გუნდის მუშაობის მართვის და მოტივაციის ძლიერი უნარი;
    - ქართული და რუსული ენების კარგად ფლობა წერისა და კომუნიკაციის დონეზე;
    - სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების  ჭორდ, Eხცელ–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:

    - მიზანზე ორიენტაციის უნარი;
    - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    - საკუთარი თავის მართვის უნარი;
    - პრობლემების მოგვარების უნარი;
    - სტრესმედეგობა – რთულ, დაძაბულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
    - მოლაპარაკებების უნარი;
    - გუნდში მუშაობის უნარი;
    - კომუნიკაბელურობა;
    - თანმიმდევრულობა;
    - სკურპულოზურობა;
    - მოწესრიგებულობა;
    - კონსტრუქციულობა;

ასაკობრივი შეზღუდვა:

    - მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 55 წელი.

დამატებითი ინფორმაცია:

    - სამშენებლო პროექტი განხორციელდება ქ. თბილისში;
    - სამუშაო გრაფიკი და შრომის ანაზღაურება შეთანხმდება კონკურსში გამარჯვებულ პირთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით;
    - კანდიდატს მოეთხოვება წერილობითი ან ზეპირი რეკომენდაცია გამოცდილების შესაბამისად წინა დასაქმების ადგილიდან ან მოქმედი ორგანიზაციის შესაბამისი პირისგან, ვისთანაც მუშაობდა ან მუშაობს ამჟამად კანდიდატი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე (CV) გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე info@arci.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige