სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა;
- გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა;
- მომხმარებლებისათვის პროდუქტის მიწოდების ხერხების შერჩევა და მიწოდება;
- მომხმარებლებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობა როგორც დაზღვევამდე, ისე დაზღვევის შემდეგ;
- პროდუქტის ინდივიდუალიზაცია (საჭიროების შემთხვევაში);
- მონაცემთა ბაზის წარმოება;
მოთხოვნები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- მომხმარებლებთან ეფექტიანი ურთიერთობის დამყარების უნარები;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგ–კურსს და შეისწავლიან, როგორც სადაზღვევო - პროდუქტებს, ასევე მათი გაყიდვების სპეციფიკას.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა არა უგვიანეს 2011 წლის 30 ნოემბრისა გამოგვიგაზვნოთ თქვენი CV ელ–მისამართზე: irakli@ardi.ge.
წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ “სადაზღვევო აგენტის კანდიდატურა”.