კომპანია „ამერიტექი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზიების სავაჭრო ქსელში.
ფუნქცია/მოვალეობები:
- მომხმარებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ფუნქციებისა და მახასიათებლების შესახებ
- მყიდველს უწევს კვალიფიციურ კონსულტირებას და ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში
- პასუხისმგებელია პროდუქციის რეალიზებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან კომპიუტერების რეალიზაციის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
- სასურველია უმაღლესი განათლება
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
პიროვნული უნარები:
- თავდაჯერებულობა და კომუნიკაბელურობა
- ინფორმაციის დამახსოვრებისა და გადმოცემის უნარი
- სოციაბილური, ენერგიული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: არაუგვიანეს 2011 წლის 17 სექტემბრისა.
მეილის subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
შერჩევა მიმდინარეობს კონკურსის წესით და მხოლოდ შესაფერის კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება;
გისურვებთ წარმატებებს!