საიტზე დევს 297 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 18:02
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  პროფკურორტი  შპს.  
გუდვილი  CHINA 2 GEORGIA  ქეა  შ.პ.ს.   ARAY Tomorrow  შარმ ტრეიდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აიელსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  P/T/G  საქართველოს უნივერსიტეტი Oxford House  ბიდისი აკადემია  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  
One World   საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი 
   ვაკანსია:

მოლარე - ბათუმი

   კომპანია:

ამერიტექი

   განთავსებულია:  13 იან. 2012
   ბოლო ვადა:  1 თებ. 2012
   მდებარეობა:  ბათუმი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@araytomorrow.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

კლიენტთა მომსახურება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

შპს "ამერიტექი" და მაღაზია "Aray Tomorrow" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ბათუმში.

პასუხისმგებლობა: თანხის შენახვა-დაცულობა; სალაროს შეუფერხებელი მუშაობა; თანხის მიღება-გაცემა უშეცდომოდ; რეალიზაციის სწორად ასახვა სპეციალურ პროგრამაში.

ფუნქცია-მოვალეობები:
-მომხმარებლისგან იღებს გაყიდული საქონლის საფასურს;
-თითოეულ რეალიზაციას ასახავს სპეციალურ პროგრამაში, სადაც მიუთითებს გაყიდული ნივთის მოდელს, საფასურს და რაოდენობას;
-ამოწმებს კონსულტანტის მიერ შევსებულ საგარანტიო ფურცელს და ინვოისს, თუ რამდენად სწორადაა შევსებული დოკუმენტი;
-ავსებს და აწარმოებს შემდეგი სახის ფინანსურ დოკუმენტაციას: ანგარიშ-ფაქტურებს, ინვოისებს, ზედნადებებს და ა.შ.
-დღის ბოლოს რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას რეპორტის სახით აწვდის ბუღალტერს სათაო ოფისში;
-დღის განმავლობაში პასუხობს მომხმარებლების ზარებს;
-შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანის შემთხვევაში, ცენტრალურ საწყობს აწვდის მომხმარებლის მისამართს, შეძენილი ნივთის მოდელს და რაოდენობას;
-საჭიროებიდან გამომდინარე, ითავსებს კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
-მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის, მოლარე-ოპერატორის ან მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
-აუცილებელია უმაღლესი განათლება, საბანკო საქმე/ფინანსების განხრით ჩაითვლება პლუსად;
-სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს 3 თვიანი ბუღალტრული აღრიცხვის კურსი.

კომპიუტერული უნარები: ელ-ფოსტა, ინტერნეტი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; გასაკუთრებით, Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:
-დეტალებისადმი ყურადღებიანი;
-სხარტი და ზუსტი აზროვნება, მაღალი კონცენტრაციის უნარი სტრესულ გარემოში;
-უნარი შეასრულოს კომპლექსური დავალებები უშეცდომოდ, მოკლე დროში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@araytomorrow.ge არა უგვიანეს 2012 წლის 1 თებერვლისა. გთხოვთ გზავნილს აუცილებლად დაურთოთ ფოტოსურათი, ასევე ელფოსტის "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

შერჩევა მიმდინარეობს კონკურსის წესით და მხოლოდ შესაფერის კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გისურვებთ წარმატებებს!

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige