შპს "ამერიტექი" და მაღაზია "Aray Tomorrow" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.
ფუნქცია-მოვალეობები:
-ახდენს პროდუქციის რეალიზებას;
-კონსულტირებას უწევს მომხმარებელს, აწვდის მას პროდუქტის მახასიათებლების, თვისებებისა და თავისებურებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;
-უზრუნველყოფს მაღაზიის თაროებზე წარმოდგენილი პროდუქციის სისუფთავეს, პროდუქტის სწორად განლაგებას საპოზიციონერო თაროებზე;
-ყურადღებას აქცევს დარბაზში წარმოდგენილ პროდუქციას, რომ იგი არ დაზიანდეს ან არ დაიკარგოს;
-მონაწილეობას იღებს მაღაზიის ინვენტარიზაციაში;
-უზრუნველყოფს პროუქციაზე საფასო იარლიყების მიმაგრებას; იარლიყის დაზიანების ან ფასის ცვლილების შემთხვევაში ცვლის მას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
-მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში - გაყიდვების აგენტის, პრომო აგენტის, კონსულტანტის პოზიციაზე.
-სასურველია უმაღლესი განათლება.
პიროვნული უნარები:
-პრეზენტაბელური
-სწორად და გამართულად მეტყველების უნარით
-თავდაჯერებული
-კომუნიკაბელური
-ენერგიული
-ინფორმაციის დამახსოვრებისა და გადმოცემის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 1 თებერვლისა. გთხოვთ, გზავნილს აუცილებლად დაურთოთ ფოტოსურათი, ასევე ელფოსტის "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
შერჩევა მიმდინარეობს კონკურსის წესით და მხოლოდ შესაფერის კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებებს!