შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Delphi პროგრამისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
შპს "ალტა სოფთვეარის" საბანკო პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, უშუალო პროგრამირება, ურთიერთობა მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან პროგრამული ცვლილებების დოკუმენტირების მიზნით. სამსახურში მიღებიდან უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ ერთი თვე) პროგრამისტი უნდა ჩაერთოს რეალური ამოცანების განხორციელებაში.
კომპეტენციის ფარგლები:
-შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი, შესაბამისი შენიშვნების გამოთქმა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
-შემოსული ამოცანის განსახორციელებლად საჭირო ვადის დაგეგმვა;
-პროგრამირება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით და პრობლემური საკითხების შეთანხმება;
-შემოსულ ხარვეზებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში;
-მინიმუმ 5 წლის გამოცდილება Delphi-ზე პროგრამირებაში;
-უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს ბანკში მუშაობის გამოცდილება და/ან იცნობს ბუღალტერიის საფუძვლებს;
-კონკრეტული ტექნიკური კვალიფიკაცია შესავსებია თანდართულ CV ფორმაში;
-მისასალმებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
-კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
-ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი სავარაუდო ვადის წინასწარ დადგენა და ამ ვადის დაცვა;
-რამდენიმე ამოცანის/პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
-კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
-ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
-გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ თანდართული CV ფორმა, დაწერონ მოტივაციის წერილი და ორივე დოკუმენტი გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: 2012 წლის 16 მარტამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.