შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ () აცხადებს სტაჟირებას ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და წალკის სერვის ცენტრების საკრედიტო განყოფილებაში
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ საქართველოს საფინანსო ბაზარზე მოღვაწეობს 2005 წლიდან
კომპანია ორიენტირებულია გაუწიოს მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურება მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობას
ამასთანავე, კომპანია მიისწარაფვის იყოს მიმზიდველი და საინტერესო ”დამსაქმებელი”, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა სამუშაოს მაძიებელთათვის
გახდეს ცნობადი საქართველოს შრომის ბაზარზე და მოიპოვოს ერთ–ერთი საუკეთესო ”დამსაქმებლის” სახელი
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ მიესალმება საქართველოს რეგიონებში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრის და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს გაიარონ სტაჟირება კომპანიის რეგიონალურ სერვის ცენტრებში
კომპანიის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები აქტიურად ჩაერთვებიან საკრედიტო განყოფილების სამუშაო პროცესში, რაც მოიცავს სტაჟიორების თეორიულ მომზადებას, საკრედიტო საქმიანობის გაცნობას და პრაქტიკულ სწავლებას, რომელსაც უზრუნველყოფს სტაჟიორების მიმღები სერვის ცენტრი
სტაჟირების დასასრულს გაიცემა უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაცია და „დამსაქმებლის“ ცნობა გავლილი სტაჟირების შესახებ
წარმატებული სტაჟიორები განიხილებიან დასაქმების თვალსაზრისით ან სარეზერვო კანდიდატებად.
სამუშაო ადგილი:
წალკა – არისტოტელეს ქუჩა # 05, ზუგდიდი - თაბუკაშვილის ქუჩა # 01; ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი # 33, ბათუმი – იმედაშვილის (ყოფილი ჯორჯიაშვილის) ქუჩა # 19
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი სამუშაო დღე/ცვლაში (4 სამუშაო საათი, ხუთი სამუშაო დღე)
სტაჟირების ფორმა: ანაზღაურების გარეშე
სტაჟიორების დასაშვები რაოდენობა: ერთ რეგიონზე სამი სტაჟიორი
სტაჟირების პერიოდი: სამი თვე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2011 წელი
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიის ბიზნეს და კომერციული საქმიანობის გაცნობა
- კომპანიის პროდუქტების და მომსახურების გაცნობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის
- კომპანიის მომხმარებელზე ორიენტირებული პრომო აქციების განხორციელება, აქციებში თანამონაწილეობა
- კომპანიის მომხმარებლის კონსულტირება (სესხის აღებასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა – საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემის საკომისო, სესხის დაფარვის გრაფიკი და ვადა)
- მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებების შესწავლა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბანკო, საფინანსო, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის ბაკალავრის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- აუცილებელია პერსონალური კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
- ფინანსურ დოკუმენტაციასთან მუშაობის ბაზისური ცოდნა და წერილობითი ანგარიშგების მომზადების უნარი
- ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის უნარი
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
- მაღალი პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა
- პრეზენტაბელობა, გამართული მეტყველება
- კორექტული, დახვეწილი კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
სტაჟიორები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ–მისამართზე:
არაუგვიანეს 30 ნოემბერი, 2011
განაცხადის გამოგზავნისას გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ რეგიონის/სერვის–ცენტრის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება თბილისში ან განაცხადში თქვენს მიერ მითითებულ რეგიონში
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.