შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ალიანს ჯგუფი” () 2006 წლიდან მოღვაწეობს ფინანსურ სფეროში. კომპანიას მიზნად აქვს დასახული ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოს რეგიონებში.
შპს მისო ”ალიანს ჯგუფი” გასცემს ბიზნეს, სამომხმარებლო და აგრო სესხებს. კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაფინანსების და სესხის დაფარვის ხელსაყრელ პირობებს.
შპს მისო “ალიანს ჯგუფმა” ახალბედა სამუშაოს მაძიებლებისათვის შეიმუშავა სტაჟირების პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალბედა კადრების სამუშაო უნარების განვითარებას და დაეხმაროს პროფესიული გამოცდილების შეძენაში.
შპს მისო “ალიანს ჯგუფი“ აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას რეგიონალური სერვის ცენტრების საკრედიტო განყოფილებაში.
შპს მისო “ალიანს ჯგუფი“ მიესალმება საქართველოს რეგიონებში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრის და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, გაიარონ საზაფხულო სტაჟირება შპს მისო “ალიანს ჯგუფი“-ს რეგიონალურ სერვის ცენტრებში.
კომპანიის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები აქტიურად ჩაერთვებიან საკრედიტო განყოფილების სამუშაო პროცესში, რაც მოიცავს სტაჟიორების თეორიულ მომზადებას, საკრედიტო საქმიანობის გაცნობას და პრაქტიკულ სწავლებას, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანიის მიმღები სერვის ცენტრის უფროსი საკრედიტო ექსპერტი.
სტაჟირების დასასრულს გაიცემა უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაცია და „დამსაქმებლის“ ცნობა გავლილი სტაჟირების შესახებ.
წარმატებული სტაჟიორები განიხილებიან დასაქმების თვალსაზრისით ან სარეზერვო კანდიდატებად.
სტაჟირების ნომერი: AG/M/11– 001
სამუშაო ადგილი: წალკა, ქუთაისი, ბათუმი (სტაჟიორის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით);
სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული (რვა სამუშაო საათი, ხუთი სამუშაო დღე);
სტაჟირების ფორმა: ანაზღაურების გარეშე
სტაჟიორების დასაშვები რაოდენობა: 12 (ჩამოთვილი რეგიონებიდან თითეულზე განაწილდება სამი სტაჟიორი);
სტაჟირების პერიოდი: 20 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2011 წელი
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- მისო-ს ბიზნეს და კომერციული საქმიანობის გაცნობა;
- მისო-ს პროდუქტების და მომსახურების გაცნობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის;
- მისო-ს მომხმარებელზე ორიენტირებული პრომო აქციების განხორციელება, აქციებში თანამონაწილეობა;
- მისო-ს მომხმარებლის კონსულტირება (სესხის აღებასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა-საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემის საკომისო, სესხის დაფარვის გრაფიკი და ვადა);
- მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრეტიტების თავისებურებების შესწავლა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბანკო, საფინანსო, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის ბაკალავრის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- აუცილებელია პერსონალური კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
- ფინანსურ დოკუმენტაციასთან მუშაობის ბაზისური ცოდნა და წერილობითი ანგარიშგების მომზადების უნარი;
- ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის უნარი;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
- მაღალი პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
- პრეზენტაბელობა, გამართული მეტყველება;
- კორექტული, დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
სტაჟიორები შეირჩევიან რეზიუმეების შესწავლის და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ–მისამართზე:
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2011 წელი.
განაცხადის გამოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ რეგიონის/ფილიალის დასახელება, სადაც თქვენთვის მისაღები იქნება სტაჟირების გავლა და ამასთან გთხოვთ მიგვითითოთ თქვენთვის ხელსაყრელი გასაუბრების ჩატარების ადგილიც.
გასაუბრება ჩატარდება თბილისში ან განაცხადში თქვენს მიერ მითითებულ რეგიონში.
კომპანია მიესალმება რეგიონში მაცხოვრებელ სტაჟირების მსურველებს ან კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ რეგიონში ცხოვრების შესაძლებლობა.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.