საიტზე დევს 297 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 18:02
RSS
DMG WEST LINES  შარმ ტრეიდინგი  გუდვილი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.   CHINA 2 GEORGIA  ქეა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   One World  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის უნივერსიტეტი  
P/T/G  აიელსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცერი - თბილისი, წალკა

   კომპანია:

ალიანს ჯგუფი

   განთავსებულია:  21 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  29 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  recruitment@agh.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი" (http://www.agm.ge) აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: ორი.
დასაქმების თარიღი: 2012 წლის 12 მარტი.

სამუშაო ადგილი:
-"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის" სერვის-ცენტრი თბილისში - ვაჟა-ფშაველას 27, 0160, თბილისი
-"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის" სერვის-ცენტრი წალკაში - არისტოტელეს ქ. 5, წალკა

ხელშეკრულების ტიპი და ხანგრძლივობა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (გაგრძელების პერსპექტივით), სრული სამუშაო გრაფიკით.

წალკის ფილიალში მომუშავე სესხის ოფიცრისთვის კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილს და მოქნილ საშვებულებო სქემას.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი" (AGM) არის "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია და საქართველოს საფინანსო ბაზარზე წარმოდგენილია 2005 წლიდან. იგი აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს, სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად.

კომპანია საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს მრავალფეროვან, სწრაფ და მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას.

უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდზე: http://www.agm.ge

თანამდებობის აღწერა:
სესხის ოფიცერი ანგარიშვალდებულია "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის" საკრედიტო ჯგუფის ხელმძღვანელისა და საკრედიტო სამსახურის უფროსის მიმართ და ასრულებს შემდეგ ფუნქცია-მოვალეობს:

-მსესხებელთა მოძიება
-საკრედიტო განაცხადების მიღება და ანალიზი
-პროექტების დამუშავება და საკრედიტო კომიტეტზე გატანა
-დამტკიცებული სესხების გაცემა
-არსებულ მსესხებელთა ეფექტური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-განათლება: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია საბანკო საქმის ან ეკონომიკის სფეროში).
-დამატებითი კვალიფიკაცია: ფინანსური უწყისების ანალიზის უნარი; ბაზარზე არსებული საკრედიტო პროდუქტების კარგი ცოდნა.
-მუშაობის გამოცდილება: საკრედიტო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.
-უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა.
-კომპიუტერის ცოდნა: საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
-პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა; ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები; კონცენტრირებულობა დეტალების მიმართ; საქმიანი ურთიერთობის ეფექტურად წარმართვის უნარი; აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად.

აპლიკაციის გამოგზავნა:

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით, ქართულ ენაზე შესრულებული სამოტივაციო წერილი და CV გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: recruitment@agh.ge 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, აპლიკაციის გამოგზავნისას, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ "Loan Officer Tsalka/02-2012" ან "Loan Officer Tbilisi/02-2012", იმის მიხედვით, თუ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით განცხადებას.

კანდიდატები შეირჩევიან პროფესიული ნიშნით, თანასწორუფლებიანი კონკურსის პირობებში.

შერჩევის პროცედურა განხორციელდება 2 ეტაპად:
-რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვა
-გასაუბრება

მეორე ეტაპზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი" მადლობას უხდის ვაკანსიით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას და წარმატებას უსურვებს შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს!

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige