შპს "ალიანს ჯგუფი აი-თი" სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი"-ს () შვილობილი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია უზრუნველყოს მომსახურების ფართო სპექტრი თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
შპს "ალიანს ჯგუფი აი-თი" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ვებ აპლიკაციის დაწერა და მისი ადაპტირება ინოვაციური კონცეფციის ბაზაზე;
- ვებ გვერდის მომხმარებლებისათვის მარტივი და სხარტი პროგრამული ფუნქციების უზრუნველყოფა, ვებ აპლიკაციების შექმნა, სანავიგაციო მენიუს გრაფიკების და სხვა ვიზუალური ეფექტების შეთავაზება;
- ვებ პროგრამის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქციების შემუშავება, ტექსტური ნაწილის გათვალისწინებით;
- შესრულებულ სამუშაოზე მონიტორინგის წარმოება;
- სამუშაოს დაგეგმილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისიხი პროგრამირებაში, გამოთვლით ტექნიკაში ან ინფორმატიკასა და მათემატიკაში;
- ვებ პროგრამირების მაღალ დონეზე ცოდნა - PHP, Java, DotNet, Mysql;
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ცოდნა (SEO);
- ვებ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული; მონაცემებთან აკურატული მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (უპირატესად ინგლისური ენის).
პროფესიული უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შედეგზე და მიღწევებზე ორიენტირებული;
დამატებითი მოთხოვნები:
- კორექტული, დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
- საქმისადმი კრეატული მიდგომა.
სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული (რვა სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე).
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: ერთი.
ვაკანსიის ნომერი: AG/IT/11-002.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29 მაისი, 2011 წ.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 15 ივნისი, 2011 2.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (СV) ელ-მისამართზე: და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება თემის ველში.