სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით), ქალაქ ბათუმში.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა - გაიაროთ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში!
ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
-სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
-სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
-კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
-კომუნიკაბელურობა;
-პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
-ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
-ენერგიულობა;
-სისხარტე;
-მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
-ორგანიზებული;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
-სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა);
-არსებული კლიენტებისთვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;
-სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: და მიუთითეთ "Insurance Agent/Batumi" გრაფაში "subject line", ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ჩვენი Facebook-ის გვერდზე:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 2012 წ.