კომპანია "აი თი დი ჰოდლინგი" აცხადებს კონკურსს www.TbilisiSale.ge - საიტისთვის გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
- გაყიდვების მენეჯერის პირდაპირი დავალებების შესრულება;
- პოტენციური მომხმარებლების მოძებნა, მათი საქმიანობის შესწავლა, მათთან შეხვედრა და სერვისების გაცნობა;
- კომპანიის პოტენციური დამკვეთებისათვის პროდუქტების და მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
- სხვა მოვალეობები, გათვალისწინებული სამუშაო აღწერილობით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- სამუშაო აღწერილობასთან შესაბამისი შრომითი გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინტერნეტით დაინტერესების მაღალი დონე;
- ყურადღებიანობა, დეტალებზე და წვრილმანებზე ორიენტირებულობა;
- როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიურობის გამოვლენა, ინიციატივიანობა, კომუნიკაბელურობა და პროაქტიურობა.
არააუცილებელი მოთხოვნები:
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც ექნება:
- ინტერნეტთან მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნესისა და მარკეტინგის გამოკვეთილი ალღო;
- ტრეინგები გავლილი დროის მენეჯმენტსა და/ან ადამიანური რესურსების მართვაში.
ანაზღაურება:
გეგმის შესაბამისად მოჭრილი ყოველთვიური ანაზღაურება.
- ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და სხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. შესაბამისად, გთხოვთ სამოტივაციო წერილში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი CV (სასურველია ფოტოსურათთან ერთად), შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@eliteoffice.eu არა უგვიანეს 2011 წლის 7 დეკემბრისა;
გთხოვთ ელფოსტის თემად მიუთითოთ: "გაყიდვების აგენტი".
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
გისურვებთ წარმატებებს.