საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია "IBS" ("ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები") აცხადებს ვაკანსიას რეცეპციონისტის თანამდებობაზე.
უშუალო ხელმძღვანელი: ოფისის მენეჯერი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 09:00-18:00.
გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა: 2 თვე.
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ფუნქცია-მოვალეობები:
-სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
-ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების უზრუნველყოფა;
-სხვადასხვა დოკუმენტაციის დაქსეროქსება/დასკანერება;
-შეხვედრებისთვის ოთახის დაჯავშნა;
-ელექტრონული კორესპონდენციის წერა/თარგმნა;
-დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, კომერციული წინადადება, ტექნიკური დავალება, სასწავლო ლიტერატურა) თარგმნა რუსულ/ინგლისურ ენაზე;
-თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ჟურნალის წარმოება;
-სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-რეცეპციონისტად მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
-რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint).
დამატებითი მოთხოვნები:
-ორგანიზებულობა;
-გუნდში მუშაობის უნარი;
-ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმა:და გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: 2012 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რეცეპციონისტი".