საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია „აი-ბი-ესი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტი ბიზნეს გადაწყვეტილებებში სრულ-განაკვეთიან თანამდებობაზე (სამთვიანი საგამოცდო პერიოდით)
მოვალეობები:
- კლიენტებთან პერსონალური შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმართვა
- კლიენტების მოთხოვნების შესწავლა და კონსულტაციების გაწევა
- პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა კლიენტებისთვის
- გუნდთან ერთად მონაწილეობის მიღება პროექტის განხორციელებაში
- პროგრამულ პროდუქტზე ტესტირებისა და ტრენინგების ჩატარება
- დეტალური ანგარიშების წარმოება და წარდგენა წარმოებული აქტივობების შესახებ
- სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება
- პროექტის მენეჯერის მიერ დავალებული ყველა საკითხის დროულად და ხარისხიანად შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური განხრით
- ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა
- მმართველობითი, ფინანსური და სააღრიცხვო სისტემების ცოდნა
- რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული ტექსტების გარჩევა და საუბარი); სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი: ზეპირი და წერილობითი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
- მოკლე ვადაში ათვისებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- კომპანიასთნ ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი
- პუნქტუალურობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაციის ფორმა ფოტოსურათით (იხილეთ თანდართული ფაილი) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვებ-გვერდის მისამართი:
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 ივნისი, 2011 წ.