საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია IBS (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები) აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროექტების კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 09:00 - 18:00.
გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა: 2 თვე.
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ფუნქცია-მოვალეობები:
-CMS "1C-bitrix"-ის შესწავლა
-კლიენტთან კონსულტაცია და მოლაპარაკება
-საიტის კონცეფციის შემუშავება და ინფორმაციული მხარის არქიტექტურის პროექტირება
-დოკუმენტებთან მუშაობა პროექტის ფარგლებში
-მაქსიმალური ორიენტირება პროექტის ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში შესრულებაზე
-დეტალური ანგარიშების წარმოება და წარდგენა წარმოებული აქტივობების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
-რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint).
დამატებითი მოთხოვნები:
-კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
-ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-ორგანიზებულობა;
-გუნდში მუშაობის უნარი;
-დროის ეფექტურად მართვის უნარი;
-ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომპანიასთან ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმა: და გამოაგზავნონ მისამართზე: 2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, აუცილებლად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დასახელებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ვებ-პროექტების კონსულტანტი".