საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია „აი-ბი-ესი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის სრულგანაკვეთიან თანამდებობაზე (სამთვიანი საგამოცდო პერიოდით)
მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
- პოტენციური დამკვეთების მოძიება (ტელემარკეტინგი, გამოფენებსა და სემინარებში მონაწილეობა)
- პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან ურთიერთობა
- გაყიდვების დაგეგმვა და კონტროლი
- სატელეფონო მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება
- კომპანიის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- ბაზრის ანალიზსა და მონიტორინგში მონაწილეობა
- სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Excel, Word, Outlook, PowerPoint, Internet) საფუძვლიანი ცოდნა, ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი
უნარები:
- კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება
- იდეებისა და აზრების ლოგიკურად და რაციონალურად გადმოცემა
- მოთხოვნების ანალიზი და კარგი კომუნიკაცია
- სამუშაოს მიმართ ნოვატორული და შემოქმედებითი მიდგომა
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
- გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სამუშაო დროის ეფექტური გამოყენება
- კომპანიის იმიჯზე და პირადი მანერების დახვეწაზე ზრუნვა
- კომპანიასთან ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაციის ფორმა ფოტოსურათით (იხილეთ თანდართული ფაილი) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვებ-გვერდის მისამართი: განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2011 წ.